ორჯის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ტატევიკ ხოცანიანი წლის ერთ-ერთი საუკეთესო მოხალისეა
10-12-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ტატევიკ ხოცანიანი 2021 წლის „საუკეთესო მოხალისის ჯილდოს“ ერთ-ერთი გამარჯვებულია. 

2021 წლის „საუკეთესო მოხალისის ჯილდოს“ გამარჯვებულები 8 დეკემბერს, თბილისის საკრებულოს დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებით, გამოვლინდნენ.

პროექტი „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მხარდაჭერით განხორციელდა. საუკეთესო მოხალისეებს სხვადასხვა ნომინაციაში ჯილდოები გადასცეს: გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა საქართველოში - ღასან ხალილმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ - თინათინ ნიბლოშვილმა, ჰელფინგ ჰენდის დირექტორმა - თინათინ მესხმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ - სოსო გიორგაძემ.

ჯილდოს ტრადიციის დამკვიდრების მიზანია ახალგაზრდული მოხალისეობის მხარდაჭერა და წახალისება, ასევე, მადლიერების გამოხატვა იმ მოქალაქეებისადმი, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს, სოციალურად დაუცველ თუ სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ორჯის საჯარო სკოლა ტატევიკ ხოცანიანს წარმატებას ულოცავს და უფრო მეტ წინსვლას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203