„ერთი დღე საბავშვო ბაღში“ - ჭვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლინდა ამაღლობელი და ცირა ქათამაძე ბაღის აღსაზრდელებს სტუმრობდნენ
10-12-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა და აქტივობებში ყოველთვის აქტიურად და მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა - ლინდა ამაღლობელმა და ცირა ქათამაძემ, კონკურსის ერთ-ერთი აქტივობიდან აარჩიეს მისია - „ერთი დღე საბავშვო ბაღში“, რომლის მიზანიც მცირეწლოვანი ბავშვების განვითარების პროცესში მონაწილეობა იყო.
„კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე პირველ რიგში ზემოთ ხსენებულ აქტივობაში ჩასართავად მოსწავლეებმა აიღეს სწრაფი ტესტი, გაიარეს ის პროცედურები, რასაც ასრულებენ საბავშვო ბაღის თანამშრომლები. ბაღის თანამშრომლებთან შეთანხმებით წინასწარ შეისწავლეს მომდევნო დღის გეგმა, ლინდა ამაღლობელი გაეცნო მასწავლებლის მოვალეობებს ხოლო ცირა ქათამაძე - ძიძის. ლინდა ამაღლობელმა ბავშვებს აუხსნა თემა - „ოჯახი და მეგობრები“, წაუკითხა ზღაპარი და ყველა ის აქტივობა შეასრულა რომელიც ბავშვების განვითარებას ემსახურება. ხოლო ცირა ქათამაძემ აქტიურად მიიღო ყველა აქტივობაში მონაწილეობა და ძიძის მოვალეობებიც შეასრულა. მოცემული აქტივობა მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა საინტერესო, ბევრის მთქმელი, რადგან გააცნობიერეს თუ როგორი საპასუხისმგებლოა იყო ასეთი პატარების მასწავლებელი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს