რუსთავის N17 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან სტუმრებს უმასპინძლეს
10-12-2021
ლევან გოთუას სახელობის რუსთავის N17 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი შეხვედრები თუ აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლას მეტად მნიშვნელოვანი სტუმრები ეწვივნენ და პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს შეხვდნენ, რა დროსაც საინტერესო თუ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.

„გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე, საქართველოში ბულგარეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ილია ნაჩევი, ნორვეგიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, მარკო სოლდიჩი რუსთავის N17 საჯარო სკოლას ესტუმრნენ, მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შეხვდნენ და გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად განხორციელებული პროექტების შედეგები ადგილზე შეაფასეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203