გოდოგნის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა კვიმსაძე გრაფიკულ ნამუშევრებს ქმნის
10-12-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ წინსვლას სკოლა საზოგადოებას სიხარულით უზიარებს.

სკოლა საზოგადოებას ამჯერად კიდევ ერთ მეტად ნიჭიერ მეცხრე კლასის მოსწავლეს, ლუკა კვიმსაძეს აცნობს.

ლუკა, გარდა იმისა რომ სამაგალითო მოსწავლეა ის ასევე შესანიშნავ გრაფიკულ ნამუშევრებს ქმნის.

„გვინდა გაგაცნოთ ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის ნიჭიერი მოსწავლე ლუკა კვიმსაძე და მისი გრაფიკული ნამუშევრები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203