
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში სწავლა დასწრებითი ფორმატით მიმდინარეობს, შესაბამისად სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ტარდება.
სპორტის მასწავლებელი ბახტიარ მეხტიევი ცდილობს მოსწავლეებს სწავლის პროცესი გაუხალისოს.
მისი ინიციტივით სკოლაში ჭადრაკში შიდასასკოლო ტურნირი ჩატარდა. ტურნირში ჩართულნი იყვნენ მასწავლებლებიც, მოსწავლეთა შორის წარმატებით იასპარეზა ჯავიდ მამედოვმა. მან საჩუქრად მიიღო სიგელი და თურქი მწერლის რომანი - „ღირსება“.
მასწავლებლებს შორის საუკეთესო იყო ხალდინ ისმაილოვი. ის ამ დღის სამახსოვროდ ნობელის პრემიის ლაურეატის ორჰან ფამუქის წიგნით „მე წითელი მქვია“ დაჯილდოვდა.
დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა.