სკოლის პედაგოგთა 100% და თანამშრომელთა 99% ვაქცინირებულია - ოზურგეთის N1 სკოლა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დააჯილდოვა
10-12-2021
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობის ბარათით დააჯილდოვა.
სკოლის პედაგოგთა 100% და თანამშრომელთა 99% სრულად ვაქცინირებულია.
აღსანიშნავია, რომ სკოლის თითოეული თანამშრომელი სრულად ითავისებს პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილ რთულ მდგომარეობას და ვითარების გამოსასწორებლად ყოველთვის დგამს შესაბამის ნაბიჯებს.