ბოსლების საჯარო სკოლაში ფეხბურთში შიდასასკოლო ტურნირი გაიმართა
10-12-2021
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები თუ აქტივობები ხშირად იმართება.
სკოლაში ამჯერად ფეხბურთში შიდასასკოლო ტურნირი გაიმართა და მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ.
„მიმდინარე წლის 1, 2, 3 და 4 დეკემბერს ჩატარდა შიდასასკოლო ტურნირი მინი ფეხბურთში, სადაც მონაწილეობდნენ V-დან X კლასამდე მოსწავლეები. საუკეთესოები კი ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ რათა გამოევლინათ წლის საუკეთესო კლასი, ფინალისტები იყვენ VII-VIII კლასის მოსწავლეები, სადაც გამარჯვება მოიპოვა VIII კლასმა ანგარიშით (5-1): ვაკო აბრამიშვილი, სარხან კურბანოვი, ნატა ბეჟანიშვილი, ბარბარე ყულიაშვილი, ლევანი ნონიაშვილი და მედეა ბეჟანიშვილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს