„პატარა ფინანსისტები“ ​- ლენჯერის N1 საჯარო სკოლაში საშემოდგომო ბაზრობა გაიმართა
10-12-2021

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N1 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა აქტიურად ინერგება.

სკოლაში მიმდინარეობს პროექტი - „პატარა ფინანსისტები“, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების ამაღლებას, პირადი ფინანსების მართვის ჩვევების გამომუშავებას, მოსწავლეთა ეკონომიურად გათვითცნობიერებულ მოქალაქეებად აღზრდას.

პროექტის ფარგლებში სკოლაში საშემოდგომო ბაზრობა გაიმართა. საბაზო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დამზადებული კუპიურებით შეიძინეს ბაზრობაზე გამოტანილი პროდუქტები.

პროექტის ხელმძღვანელი ლალი ხაფთანი გახლავთ. პროექტის განხორციელებაზე მუშაობდა გუნდი -ელისო გულედანი და თამარ ხაფთანი.

„გავაცილეთ მადლიანი შემოდგომა. დღემ ხალისიანად და ნაყოფიერად ჩაიარა. წინ უამრავი საინტერესო აქტივობაა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203