სამღერეთის საჯარო სკოლაში ახალგაზრდების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში შეხვედრები და საინფორმაციო კამპანია გრძელდება
10-12-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები და შეხვედრები ხშირად ტარდება.

სკოლაში ამჯერად პროექტის - „ახალგაზრდების როლი მომავლისთვის“, ფარგლებში აქტიურად გრძელდება შეხვედრები, რომლებიც კოვიდრეგულაციების სრული დაცვით ხორციელდება.

„სამღერეთის საჯარო სკოლაში პროექტი - „ახალგაზრდების როლი მომავლისთვის“, აგრძელებს აქტიურ შეხვედრებსა და საინფორმაციო სახის კამპანიას. ამჯერად ორგანიზატორებმა შეხვედრა გამართეს სოფელში მცხოვრებ სომეხი, ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მშობლებთან და პედაგოგოებთან. შეხვედრა ჩატარდა ასოციაცია - „თანხმობასთან“, ადგილობრივ სათემო მობილიზატორთან და სამღერეთის  სკოლის დირექტორთან თანამშრომლობით. შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდების, მათი მშობლებისა და პედაგოგების დაინტერესებას პროექტში სამომავლო ჩართულობისთვის, რათა ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების როლის გაზრდას ადგილობრივი თემის განვითარებაში. მნიშვნელოვანი იყო პროექტის დასკვნითი ეტაპი, როდესაც მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბარათების მეშვეობით გადაეცათ თემის საჭიროებები პროექტის მომავალი დაგეგმარების მიზნით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203