აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო სტუმარს უმასპინძლეს
10-12-2021
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები და დირექცია ნიჭიერ მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებებსა და აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.

სკოლის მოსწავლეებს - „ტელესკოლის“ მათემატიკის მასწავლებელი დაჩი ნანობაშვილი ესტუმრა.

„დაჩი მასწავლებელთან ერთად პირველ-მეორე, მესამე-მეოთხე და მეხუთე მეექვსე კლასის მოსწავლეებმა რამდენიმე სააზროვნო და სახალისო აქტივობა განახორციელეს. მოსწავლეებმა საყვარელ დაჩი მასწავლებელს, რომელსაც მოუთმენლად ელოდნენ ფიქრისა და მსჯელობის უნარით, მახვილგონივრული პასუხებითა და სისხარტით მოაწონეს თავი. კრეატიულიბით გამორჩეულ სტუმარს პირველკასელებმა მუყაოსგან დამზადებული ხელის ფორმის წარწერებიანი ბარათები უსახსოვრეს, რომლითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს სტუმრის მიმართ სიყვარული. აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის - „ტელესკოლის“ მათემატიკის მასწავლებელს, დაჩი ნანობაშვილს სტუმრობისთვისა და მოსწავლეთა გახარებისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ფოტოებში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203