
ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნაზი კოჩალიძის ხელმძღვანელობით, მორიგი საშემოდგომო ღონისძიება ჩაატარეს.
მოსწავლეებმა საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
„ბარაქიანი შემოდგომის კიდევ ერთი გაცილება მოაწყვეს ციხისძირის საჯარო სკოლის მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა. პატარებმა საოცრად ლამაზი შემოდგომის კუთხე მოაწყვეს, მოირგეს საშემოდგომო ესკიზები, წარმოადგინეს აპლიკაციები და ნახატები, წაიკითხეს ლექსები, დალოცეს შემოდგომა და იმღერეს და იცეკვეს კიდეც“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები: