„სცენარი ძველი და ახალი ეპოქის სინთეზს წარმოადგენდა“- ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოთხრობის -„სარჩობელაზედ“ მიხედვით სპექტაკლი დადგეს
10-12-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის მე-9 კლასის ნიჭიერმა მოსწავლეებმა ამჯერად, ილია ჭავჭავაძის მოთხრობა - „სარჩობელაზედ“ წარმოადგინეს.

მონდომებული მოსწავლეების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი შორენა ვარაზაშვილია.

„8 დეკემბერს სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის - „სარჩობელაზედ“ წარმოადგინეს. სცენარი ძველი და ახალი ეპოქის თავისებურ სინთეზს წარმოადგენდა. სპექტაკლის ფინალში პატარა მსახიობებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს საზოგადოებას გაერთიანებისა და გამთლიანებისაკენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203