გუმბათის საჯარო სკოლაში „გუმბათობა 2021“ გაიმართა
10-12-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით ტარდება.

სკოლაში ამჯერად ღონისძიება - „გუმბათობა 2021“ ჩატარდა.

„გუმბათის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „გუმბათობა 2021“ ჩატარდა, რომლის მიზანი იყო სოფელში ქართული სკოლის გახსნის 23 წლის იუბილისა და რეგიონში ქართველი და არაქართველო მოსახლეობის  მეგობრული თანაცხოვრების აღნიშვნა. ღონისძიებაში მონაწილეობდა წალკის მუნიციპალიტეტის 3 ქართული და 3 არაქართული სკოლა, მოეწყო საშემოდგომო სუფრების გამოფენა, ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. მოწვეულმა არაქართული სკოლების მოსწავლეებმა შეასრულეს ქართული ცეკვები და სიმღერები. იყო სპორტული შეჯიბრებები. „გუმბათობა“ ყველა ასაკის ადამიანისთვის იყო გათვალისწინებული; მოწვეული იყო გასართობი ცენტრი, რომელმაც პატარები გაართო, მოზრდილებმა ითამაშეს პეინტბოლი, ხოლო დიდებმა მოაწყეს სამოყვარულო დოღი. ღონისძიება გაიმართა გარე სივრცეში, კოვიდრეგულაციების დაცვით. ღონისძიების ორგანიზატორი იყო „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2020“-ის ათეულის წევრი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ციცინო გობაძე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203