ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს დაესწრო
10-12-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში მუდამ აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.
სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე ამჯერად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს დაესწრო.
„6-10 დეკემბერს დავესწარი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს, რომლის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო, რომელიც სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მოიცავდა. ადამიანის უფლებების კვირეული საშუალებას გვაძლევს გავიღრმავოთ ცოდნა და უკეთესად გავიაზროთ ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობა. 6 დეკემბერი - ელიზაბედ შენგელია - შრომითი უფლებები; 7 დეკემბერი - ესმა გუმბერიძე - შშმ პირთა უფლებები; 8 დეკემბერი - ოქტაი ქაზუმოვი - ეთნიკური უმცირესობების უფლებები; 9 დეკემბერი - ანა აბაშიძე - ბავშვთა უფლებები. 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. 1992 წლის ივლისში საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 179-ე წევრი გახდა, იმავდროულად აღიარა ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია, როგორც უზენაესი კანონი ადამიანის უფლებების დაცვაში. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია შედგენილია ამ დეკლარაციის სულისკვეთებით და სრულ თანხვედრაშია მასთან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს