ქსნის საჯარო სკოლას საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ბონდო როსტიაშვილის სახელი მიენიჭა
09-12-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლას ამავე სკოლის აღზრდილის, ბონდო როსტიაშვილის სახელობა მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ ბონდო როსტიაშვილი აფხაზეთის ომში იბრძოდა და ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის გმირულად დაიღუპა.
„მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენთვის. სკოლას, აფხაზეთის ომში დაღუპული, ამავე სკოლის აღზრდილის, ბონდო როსტიაშვილის სახელი ეწოდა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.