თბილისის N103 საჯარო სკოლა სომხურენოვან გაზეთს 100 წლის იუბილეს ულოცავს
09-12-2021

თბილისის N103 საჯარო სკოლა სომხურენოვან გაზეთ „ვრასტანს“ 100 წლის იუბილეს ულოცავს. 

აღსანიშნავია, რომ გაზეთი სკოლასთან დიდი ხანია თანამშრომლობს. 

სკოლა გაზეთს წარმატებას უსურვებს.

„სკოლა ულოცავს სომხურენოვან გაზეთ „ვრასტანს“ 100  წლის იუბილეს. 103-ე საჯარო სკოლა და გაზეთი ,,ვრასტანი“ მჭიდროდ თანამშრომლობენ. გაზეთი დიდ ადგილს უთმობს და  ხშირად აშუქებს ჩვენს სკოლაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს.
გაზეთს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ჩვენი ქვეყნის სომეხი მოქალაქეების ცხოვრებაში, რათა ისინი მეტად ინტეგრირდნენ ჩვენს საზოგადოებაში.
გულითადად ვულოცავთ სომხურენოვან გაზეთს ბრწყინვალე იუბილეს და ვუსურვებთ შემოქმედებით წარმატებებს  ერთგული მკითხველის საკეთილდღეოდ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203