ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლაში ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს
09-12-2021
აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლაში ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

ვიზიტი ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში შედგა. მოსწავლეებმა ქალთა მიმართ ძალადობა დაგმეს და თავიანთი სურვილები, სიმბოლურად, ნარინჯისფერ ბარათებზე დაწერეს.

სკოლას საჩუქრად ფორთოხლის ნერგი გადაეცა.

„ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები აქტივობებითა და საჩუქრებით გვესტუმრნენ, ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში ბავშვებს მიეცათ საშუალება თავიანთი სურვილები, თანასწორობის და ტოლერანტობის იდეები გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის, დაეგმოთ ქალთა მიმართ ძალადობა და თავიანთი სურვილები ნარინჯისფერ ბარათებზე დაეწერათ. ამ ბარათებით მორთეს ეზოში მდგარი ხე და გადაიღეს მისიის წარმომადგენლებთან სამახსოვრო ფოტოები, სკოლას საჩუქრად გადმოეცა ფორთოხლის ნერგი,რადგან ტოლერანტობის სიმბოლურ ფერად ნარინჯისფერი არის წარმოდგენილი“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203