ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში პროექტი - „პროფესია მასწავლებელი“ განხორციელდა
09-12-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლში პროექტი „პროფესია მასწავლებელი“ განხორციელდა. 

აღნიშნული პროექტის ინიციატორი მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე მეგი ნორაკიძე იყო.

პროექტის მიზანი მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის კიდევ უფრო დაფასება და იმის დანახვა იყო, თუ რა გზას გადიან ყოველდღიურად პედაგოგები.

„სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის მეგი ნორაკიძის ინიციატვით, ორგანიზებულ იქნა და განხორციელდა პროექტი სახელწოდებით - „პროფესია მასწავლებელი“. პროექტი მიზნად ისახავდა პედაგოგიური მოღვაწეობის გააზრებას და გათვითცნობიერებას მოსწავლეებში. მათ საშუალება მიეცათ ერთი დღით, მასწავლებლის ამპლუაში, დაეგეგმათ და ჩაეტარებინათ გაკვეთილები. მსგავსი სახის პროექტი გვეხმარება გავაცნობიეროთ არა მხოლოდ მასწავლებლის უფლებამოსილების არსი, არამედ მისი მოვალეობების სიმძიმე და მნიშვნელობაც. ვფიქრობთ, დღევანდელმა დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა როგორც მოსწავლეების, ასევე პედაგოგებისთვის. სკოლის თვითმმართველობა მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს და გპირდებათ, რომ ჩვენთან ერთად სწავლება-სწავლის პროცესი მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203