ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში პროექტი - „ოქროსფერი შემოდგომა“ განხორციელდა
09-12-2021
ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის მე-6ბ კლასში პროექტი - „ოქროსფერი შემოდგომა“ განხორციელდა, რომელსაც კლასის დამრიგებელი ნონა ზოიძე ხელმძღვანელობდა.
„მოსწავლეებმა თემის შესაბამისად საკლასო ოთახი აპლიკაციებით მორთეს. ასევე მოაწყეს შემოდგომის კუთხე. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ პროექტში, მათთვის საშემოდგომო დეკორაციების მომზადება და სკოლის გალამაზება სასიამოვნო იყო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს