ზესტაფონის N7 სკოლის მოსწავლის, მარიამ პერანიძის პროექტმა მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში II ადგილი დაიკავა
09-12-2021
რევაზ მუმლაძის სახელობის ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა და პროექტებში დიდი წარმატებით მონაწილეობენ.
XI კლასის მოსწავლემ, მარიამ პერანიძემ, პროექტით - „YourDriveIO“ მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში - „ლეონარდო და ვინჩი“ II ადგილი დაიკავა.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ ამ პროექტში II ადგილი დაიკავა ჩვენი სკოლის XI კლასის მოსწავლემ, მარიამ პერანიძემ, პროექტით „YourDriveIO“. ვულოცავთ მარიამს ამ დიდი წარმატებას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს