ჭარნალის საჯარო სკოლაში პროექტი „წარმატებული კურსდამთავრებული“ გრძელდება
09-12-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლაში წარმატებით გრძელდება პროექტი - „წარმატებული კურსდამთავრებული“.

ამჯერად, პროექტის ფარგლებში IV და IV კლასში მოწვეული იყო ჭარნალის საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული გიორგი სარჯველაძე, რომელმაც წარჩინებით დაამთავრა ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია. გიორგი ამჟამად  მუშაობს რეაბილიტოლოგად.

სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული გიორგი სარჯველაძე გაესაუბრა მოსწავლეებს და მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. კერძოდ,  თუ რა გზა გაიარა იმისათვის, რომ მიზნისთვის მიეღწია. მან უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს და  მისცა რჩევა-რეკომენდაციები, რათა სწორად დასახონ სამომავლო მიზნები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203