ახალციხის N5 საჯარო სკოლაში თემაზე - „რას ნიშნავს იყო წარმატებული“ კლასის საათი ჩატარდა
09-12-2021
ახალციხის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის მე-9 კლასში თემაზე - „რას ნიშნავს იყო წარმატებული“ კლასის საათი ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ კლასის ხელმძღვანელი ეთერ ბარბაქაძეა.

„ბავშვებმა წარადგინეს პრეზენტაციები, მათ ისაუბრეს ზოგადად წარმატებაზე; ასევე, თუ რას ნიშნავს წარმატება სკოლაში. მოიყვანეს საკუთარი მაგალითები, გამოცდილებიდან გამომდინარე. პრეზენტაციები იყო ძალიან საინტერესო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203