„გრაფიტის მხატვრები“ - ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება
09-12-2021
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მე-7 გ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის თიკო ბალახასვილის ხელმძღვანელობით საინტერესო კომპლექსური დავალება განახორციელეს.

კომპლექსური დავალების - „გრაფიტის მხატვრების“, ფარგლებში გრაფიტის საშუალებით მოსწავლეები შეეცადნენ გაელამაზებინათ, გაემხიარულებინათ თავიანთი საკლასო გარემო.

„თეორიული ცოდნა დაუკავშირეს პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც დადებითად აისახა შესწავლილი მასალის უკეთ გააზრებაში​. დიდი მადლობა სკოლის დირექტორს, ქალბატონ ინგა კაჭკაჭიშვილს მხარდაჭერისათვის, ყველა მოსწავლის მშობელს, გვერდში დგომისთვის და აქტიურობისათვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203