კურსების საჯარო სკოლის მეათეკლასელებმა კლასის საათზე საინტერესო აქტივობა განახორციელეს
09-12-2021
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლაში სხვადასხვა თემატიკაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხშირად იმართება.

სკოლის მე-10 კლასის მიერ ამჯერად სასკოლო პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრება“ ფარგლებში მეტად საინტერესო აქტივობა განხორციელდა, რომელიც შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს მიეძღვნა.

„სასკოლო პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრება“. მე-10 კლასის მიერ 1 დეკემბერს კლასსაათზე განხორციელებული აქტივობა - შიდსიც პანდემიაა“, - აღნიშნულია გავრცელებული ინფორმაციაში.

ღონისძიებას სლოგანად გასდევდა - „შიდსი მეგობრობით არ გადადის“ და „გზულდეს დაავადება და არა დაავადებულები“.

მოსწავლეების კლასის ხელმძღვანელი თამარ აბესაძე-მემარნეა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203