კვახჭირის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გამართეს
09-12-2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ციური ჩაფიძის ხელმძღვანელობით, კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გამართეს.

კომპლექსური დავალების თემა შემოდგომა გახლდათ. 

„კიდევ ერთი ლამაზი დღე გვაჩუქეს ჩემმა პატარებმა. გაგვამხიარულეს, გაგვახალისეს ამ უჩვეულო დროში.
მადლობა ჩემო მერცხლებო დღევანდელი დღისთვის. წინ კიდევ უფრო საინტერესო დღეები გველის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203