„ჩვენ უკვე ყველა გეომეტრიული ფიგურა ვიცით“ - ქედქედის საჯარო სკოლის მოსწავლეების მხიარული შეჯიბრი
09-12-2021

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მათემატიკაში გეომეტრიული ფიგურების შესწავლა მხიარული შეჯიბრით - „ჩვენ უკვე ყველა გეომეტრიული ფიგურა ვიცით“ აღნიშნეს.

პატარა მოსწავლეები სათითაოდ მიდოდნენ სპეციალურად მოწყობილ მაგიდასთან და ცდილობდნენ თავიანთ კლასელზე სწრაფად მოეხერხებინათ გეომეტრიული ფიგურის შესაბამის ადგილზე მოთავსება.

საბოლოო ჯამში, დავალებას ყველამ წარმატებით გაართვა თავი, მოსწავლეები კიდევ უფრო გახალისდნენ და შეიყვარეს მათემატიკა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203