ხეოთის საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
09-12-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხშირად იმართება.
სკოლაში ამჯერად შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს მეტად საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს.
„შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრა - „შიდსი, როგორც მსოფლიო პანდემია და მისგან დაცვის გზები". მადლობა საინტერესო და მეტად საჭირო პრეზენტაციისთვის ჩვენს აქტიურ მოსწავლეს, ანასტასია ნებაძეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს