ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.
სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულებით და წარმატებას უსურვებს.
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლის წარმატებაა. გილოცავთ მასწავლებსა და ჩვენს კურსდამთავრებულებს. კიდევ ბევრი წარმატებული მოსწავლე ჩვენს სკოლას“,- წერს სკოლა.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები: