
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა „ჩირაღდანი“ საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალიზე „პირველი ავტოგრაფი“ სპექტაკლი - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ წარმატებით წარმოადგინა.
სპექტაკლი მადონა ქათამაძის რეჟისორობით დაიდგა და მასში მოსწავლეები ნინო დუმბაძე, ნანუკა ზოიძე, სესილი ბერიძე, დაჩი ჭურკველაძე, ზურა დოლიძე, ანრი ცინარიძე, ანრი ქათამაძე, ნიკა ბერიძე და მარი ართმელაძე მონაწილეობდნენ.
ფესტივალის ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ „ფესტივალების საგრანტო კონკურსში“ გამარჯვებული შემოქმედებითი ორგანიზაცია „არტ პორტალი“.
ფესტივალი 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
იხილეთ ფოტოები: