„შემოდგომის ერთი ლამაზი დღე ჩემს ოჯახში“ -ჯვარის N3 საჯარო სკოლის მეორეკლასელებ მავიდეორგოლები გადაიღეს
მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.ამჯერად, სკოლის მე-2 კლასში მოსწავლეებმა პროექტის - “შემოდგომის“ ფარგლებში მეტად ლამაზი და საინტერესო დავალება შეასრულეს. პროექტის თემა - „შემოდგომის ერთი ლამაზი დღე ჩემს ოჯახში“ იყო და პატარა მოსწავლეებმა საინტერესო ვიდეორგოლები გადაიღეს, სადაც სხვადასხვა აქტივობებს ასრულებენ.
ნიჭიერი და მონდომებული ბავშვების კლასის ხელმძღვანელი ფატი ჭანტურიაა.
იხილეთ ვიდეოები ბმულზე: