„მოვეფეროთ ქართულ ანბანს“ -ხორენიის საჯარო სკოლის საინტერესო ღონისძიება
09-12-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა.
სკოლის პირველ კლასში ღონისძიება - „მოვეფეროთ ქართულ ანბანს“, გაიმართა.
აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.
„სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის კათედრის გამგემ, ლეილა დათაშვილმა და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა, ნაზელი სარქისიანმა ერთობლივად პირველ კლასში ანბანის დაწყების ღონისძიება - „მოვეფეროთ ქართულ ანბანს“, გამართეს. პირველი კლასის მოსწავლეები ანბანის სწავლის დაწყებას ეზიარნენ. თქვეს ლექსები და იმღერეს“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს