
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორ მაია ხუნაშვილს საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო აქტივობა-სიახლეების, სკოლის, მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის დიპლომი მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ მაია ხუნაშვილი არის კონკურსის - „ეტალონი დირექტორი“ ერთ-ერთი ღირსეული გამარჯვებული.
სკოლის დირექცია მადლობის წერილს ავრცელებს.
„ჩვენი სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, ყურადღებისა და მზრუნველობისთვის. თქვენი ხელშეწყობით ხდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი აზროვნების განვითარება, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდა, წიგნიერების ხელშეწყობა და მრავალი საშვილიშვილო საქმის განხორციელება. გვჯერა, ერთობლივად განხორციელებული აქტივობებით მიიღწევა წარმატება, ცოდნის პოპულარიზაცია, გამოვლენა და წახალისება, რაზეც ჩვენი ქვეყნის მომავალია დამოკიდებული. ეს კი გვაძლევს მოტივაციას შემდგომში კვლავ გავაგრძელოთ თქვენთან თანამშრომლობა. გისურვებთ დიდ წარმატებას etaloni.ge-სა და izrune.ge- პროექტების განხორციელების საქმეში“,- აღნიშნულია სკოლის დირექციის წერილში.