ენაგეთის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელები პროგრამულ კოდთან მუშაობის საწყისებს ეცნობიან
09-12-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობებსა თუ ღონისძიებებში დიდი აქტიურობითა და მონდომებით მონაწილეობენ.
სკოლის მეხუთე კლასის ნიჭიერი და სამაგალითო მოსწავლეები ამჯერად - „კოდის ერთი საათის“, კვირეულს შეუერთდნენ.
„კოდის ერთი საათი“ გლობალურ კამპანიაა, რომელიც მასში ჩართულ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაეცნონ პროგრამულ კოდთან მუშაობის საწყისებს და მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები.