„მეგობრობა გზად და ხიდად“ - არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას მოთხრობის ინსცენირება დადგეს
09-12-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, მოტივირებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

ამჯერად, სკოლის მესამე კლასში მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას მოთხრობის „სათაგურის“ მიხედვით აქტივობა განახორციელეს. 

მათი თემა „მეგობრობა გზად და ხიდად“ იყო.

აქტივობაში მოსწავლეები პედაგოგ ლეილა თუშიშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

„სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ლეილა თუშიშვილი) შემეცნებით თემაზე - „მეგობრობა გზად და ხიდად“, წარმოადგინეს ვაჟა-ფშაველას მოთხრობის „სათაგურის“ ინსცენირება“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203