ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ ადამიანის უფლებების კვირეული დაიწყო
09-12-2021

ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ ადამიანის უფლებების კვირეული დაიწყო. 

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, პირველი აქტივობა ქალაქში ექსკურსია იყო. 

მედია კლუბისა და დებატ კლუბის წევრებმა რუკა ქვემო ბეთლემიდან მეჩეთამდე შექმენს და სხვა მოსწავლეებს გიდობა გაუწიეს.

მედია კლუბისა და დებატ კლუბის ხელმძღვანელები თამთა ჯიჯავაძე და სოფო ბოლქვაძე არიან.


„აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებს წარმოეჩინათ საქართველო, როგორც მულტიკულტურული ქვეყანა, თავად ენახათ სხვადასხვა რელიგიის კულტურული ძეგლები თბილისში და მათზე ინფორმაცია გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203