
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლის 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლების წარჩინებული კურსდამთავრებულები - მედეა ქურდობაძე და გიორგი დარცმელიძე ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.
სკოლა კურსდამთავრებულებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები: