ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ ედვარდ დე ბონოს წიგნის - „ექვსი მოაზროვნე ქუდი“, მიხედვით როლური თამაში მოეწყო
09-12-2021
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ მეოთხე კლასის მოსწავლეებმა როლური თამაში განახორციელეს.
აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის, პარალელური აზროვნებისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარები განვითარება.
აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
სკოლაში საბავშვო ბიზნეს უნარების პროგრამის ხელმძღვანელი ნატალი ამირანაშვილია.
„ჩვენმა მეოთხეკლასელებმა ედვარდ დე ბონოს „ექვსი მოაზროვნე ქუდის“ როლური თამაში განახორციელეს. პარალელური აზროვნების პროცესი ეხმარება მოსწავლეებს გახდნენ უფრო პროდუქტიულები, კონცენტრირებულები და გონებით ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში.
აქტივობის მიზნებია:
მოსწავლეებს განუვითარდეთ აზროვნების, პარალელური აზროვნების, კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარები.
წაახალისოს მოსწავლეები, გამოიყენონ ბიზნეს ინგლისური კრეატიულად.
განუვითაროს მოსწავლეთა მეტყველების უნარები.
დისკუსიის დროს განახორციელონ პერსონაჟის ტიპის როლური თამაში“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს