სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში იტალიის საელჩოს რეფერენტი განათლების დარგში ფრედერიკა ბოსი ეწვია
16-02-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში იტალიის საელჩოს რეფერენტი განათლების დარგში ფრედერიკა ბოსი ეწვია.
მას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და საგრანტო პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ უმასპინძლა.
შეხვედრაზე საუბარი ახალ პროექტებზე, სასწავლო-გაცვლითი, სამეცნიერო და კულტურული პროგრამების შესახებ წარიმართა. ყურადღება დაეთმო იტალიური ენის სწავლებას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გადაწყდა, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იტალიური ენის შემსწავლელი კურსები მარტიდან დაიწყება.
ასევე დაიგეგმა ქართულ-იტალიური ურთიერთობების შესახებ საინტერესო დისკუსიებისა და მრგვალი მაგიდის ჩატარება.
შეხვედრაში სამსახურის უფროსი სპეციალისტი გვანცა ჯიჩოშვილი მონაწილეობდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია