ყარაჯალის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, პროექტის - „ნაადრევი ქორწინება“ ფარგლებში, მეგობარი სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს
09-12-2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის წევრებმა, პროექტის - „ნაადრევი ქორწინება“ ფარგლებში, იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიწვიეს. 

ღონისძიება მიზნად ისახავდა სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, მოსაზრებებისა და იდეების ურთიერთგაზიარებას, ახალგაზრდების მიერ პრობლემის გადაჭრის გზების ძიებას.

„შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, პოზიტიურმა და თანამშრომლობითმა გარემომ, ხელი შეუწყო მოსწავლეებს, თავისუფლად გამოეხატათ თავისი მოსაზრება და ერთად ემსჯელათ გადაჭრის გზებზე“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203