ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ „პროექტების მენეჯმენტის“ სასწავლო მოდულის პილოტირების პროცესში მონაწილეობს
09-12-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალი „პროექტების მენეჯმენტის“ სასწავლო მოდულის პილოტირების პროცესში მონაწილეობს.
პროექტის საშუალებით, მონაწილე პირებს შეეძლებათ გაეცნონ პროექტის მენეჯმენტის ყველაზე მოთხოვნად პროცესებს, უნარებსა და კონცეფციებს.
სკოლაში ბიზნეს განათლების მიმართულებას ნანა კუპრეიშვილი ხელმძღვანელობს.
„პროექტზე ერთობლივი ძალებით მუშაობდნენ ორგანიზაციები - Project Management Institute Educational Foundation და JA Europe. შერჩეული სკოლების მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებლებს ჩაუტარდათ 2-დღიანი ტრენინგი „პროექტის მენეჯმენტი მეწარმეობის საფუძვლებში“. პროექტის მენეჯმენტის მოდული ეს არის ელექტრონული სწავლების რესურსი, რომელიც შეიქმნა JA კომპანიის პროგრამის დამატებით მოდულად და უკავშირდება მის სასწავლო გეგმას. იგი ეტაპობრივად საშუალებას აძლევს სტუდენტებს გაეცნონ პროექტის მენეჯმენტის ყველაზე მოთხოვნად პროცესებს, უნარებსა და კონცეფციებს. ამ გზით მათ შეეძლებათ გამოიყენონ ისინი მოსწავლეთა კომპანიაში ან ნებისმიერ სამომავლო პროექტში“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს