ჩაქვის N1 საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა 25 ნაძვის ხე დარგეს
09-12-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სკოლის ეზო გაამწვანეს. 

სკოლის გუნდის „ბუნების გუშაგნის“, ეკოკლუბ „არტემისისა“ და თვითმმართველობის წევრებმა, აქცია - „დარგე ხე“ ფარგლებში, სკოლის ეზოში მარადმწვანე მცენარეები დარგეს. 

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„სკოლის მწვანე გუნდი „ბუნების გუშაგნი“ კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას - Keep Georgia Tidy პროექტის ფარგლებში - „გაამწვანე სკოლის ეზო“. მწვანე გუნდის „ბუნების გუშაგთა“ ინიციატივით, მოეწყო მაშტაბური აქცია - „დარგე ხე“. ამ ინიციატივას შეუერთდნენ სკოლის ეკო-კლუბის „არტემისის“ წევრები და სკოლის თვითმმართველობა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დარგეს 25 ნაძვის ხე სკოლის ტერიტორიაზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ თუნდაც ერთი ხის დარგვით შევძლებთ, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ სამომავლო მდგომარეობის გაუმჯობესებაში და მივცეთ მაგალითი გარშემომყოფებს, რათა მეტ ადამიანს გაუჩნდეს გარემოზე ზრუნვის სურვილი“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203