ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ზოვრეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვივნენ
09-12-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში პროექტი -„რა განძი გვქონია“, წარმატებით მიმდინარეობს. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ზოვრეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმყოფებოდნენ. 

პანდემიიდან გამომდინარე, აღნიშნული აქტივობა ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს.

„ხელსაყრელი ამინდების შემთხვევაში, ვაწარმოებთ თემში არსებული მატერიალური ძეგლების დათვალიერებას, შესწავლას და ამ თემასთან დაკავშირებული კომპლექსური დავალებების შექმნასა და ანალიზს.
გიორგობის დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასების კათედრამ ლაშქრობა მოაწყო ზოვრეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე. პედაგოგებმა ადგილზე გააცნეს მოსწავლეებს მატერიალური კულტურის ნიმუში, ესაუბრნენ წმინდა გიორგის ღვაწლის შესახებ და თავიანთი წვლილი შეიტანეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში“,- წერს სკოლა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203