სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტში ჩაერთნენ
09-12-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში - „ახალგაზრდების როლი მომავლისთვის“ ჩაერთნენ. 

მოსწავლეებთან გაიმართა პირველი საინფორმაციო სახის შეხვედრა, სადაც ორგანიზატორებმა თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრეს პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე.

შეხვედრა კოვიდრეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა. 

პროექტს ახორციელებს „ქეა კავკასია“ რეგიონალურ პარტნიორებთან ერთად, Students Rebuild პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოში - ასოციაცია „თანხმობა“.

პროექტის სამიზნე ჯგუფია 14-დან 19 წლამდე ახალგაზრდები. პროექტის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება, მშვიდობიანი, ინკლუზიური, პლურალისტური და ტოლერანტული გარემოს შექმნის მიზნით.

პროექტის ძირითადი კომპონენტებია:

  • ახალგაზრდების შესაძლებლობების გაზრდა (ტრენინგები);
  • მცირე საგრანტო კომპონენტი (ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერა);
  • ახალგაზრდების დაკავშირება და მათი განვითარების ხელშეწყობა (რეგიონული კონფერენციები).
იხილეთ შეხვედრის ამსახველი ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203