ინაშაურის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა, ჩურჩხელას პოპულარიზაციის მიზნით, სარეკლამო ვიდეორგოლი „გადაიღეს“
08-12-2021
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ჩურჩხელა დაამზადეს.

მათ ჩურჩხელის პოპულარიზაციის მიზნით, იმიტირებული რეკლამაც გადაიღეს. 

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა, ჩურჩხელის პოპულარიზაციის მიზნით, დაამზადეს თავიანთი სიგრძის გორგომიჭელა და შემდეგ გადაიღეს ჩურჩხელის რეკლამა. ბავშვებმა ძალიან იხალისეს და ბოლოს სხვა კლასელებსაც გაუნაწილეს თავიანთი ნახელავი“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203