ჩხუტელის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი პროექტი მიმდინარეობს
08-12-2021
ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სახის აქტივობები ხშირად იმართება და ბავშვებიც დიდი ხალისით მონაწილეობენ.
ამჯერად, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო პროექტი - „მხიარული სტარტები-2021“ გრძელდება. სამოქმედო გეგმის მიხედვით, კვირეულის მეორე დღეს მოსწავლეებს შორის გარბენში შეჯიბრი გაიმართა.
სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელები - ვერიკო ლეშკაშელი და ქეთევან გუგავა არიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს