
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეები ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის - ქართულის, ისტორიის, ქიმიის და ინგლისურის ტურებში ჩაერთნენ.
სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ, სწორედ ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობას სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები: