თბილისის N149 საჯარო სკოლაში წიგნის კლუბი ჩამოყალიბდა
08-12-2021
თბილისის N149 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით წიგნის კლუბი ჩამოყალიბდა.
აღნიშნული კლუბის მიზანი მოსწავლეებში ლიტერატურის პოპულარიზაციაა.
წიგნის კლუბში გაწევრინება VII-XII კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.
„კლუბის მიზანია, ქართული და უცხოური ლიტერატურის პოპულარიზაციის გზით, მოზარდებში ანალიტიკური, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარება. წევრები გაეცნობიან და განიხილავენ სპეციალურად მოზარდებისათვის შერჩეულ როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ლიტერატურას. ლიტერატურის გაცნობის შემდგომ სპეციალურად შერჩეული სასწავლო მასალის გამოყენებითა და მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართება შემეცნებითი დისკუსიები და საინტერესო საუბრები. კლუბის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდება მრავალი საინტერსო აქტივობა (ფლაერების დამზადება, შეხვედრები თანამედროვე მწერლებთან და ლიტერატურათმცოდნეებთან, ვიზიტი საჯარო ბიბლიოთეკაში და ა.შ.)“,- წერს სკოლა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს