კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე - „კონფლიქტი და ძალადობა, კონფლიქტების მართვა“, საინტერესო შეხვედრა გაიმართა
08-12-2021
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეები თამარ აბესაძის ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ჩართულობით ამავე სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
შეხვედრის თემა - „კონფლიქტი და ძალადობა, კონფლიქტების მართვა“ იყო.
„უფროსკლასელთა მიერ ჩატარებული ტრენინგი საინტერესო იყო. შეხვედრაზე მსჯელობაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. დამსწრეებს დაურიგდათ ძალადობისა და კონფლიქტის პრევენციის თემაზე მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები. შეგახსენებთ სკოლა ჩართულია სასკოლო პროექტში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი - „სოხუმი" უძღვება. თემა - „ძალადობა და კონფლიქტების მართვა“. აქტივობა სწორედ წინა შეხვედრის გაგრძელებაა. მოსწავლეებმა მიღებული ინფორმაცია დანარჩენ თანასკოლელებს ჩატარებული აქტივობის სახით შესთავაზეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს