„ვუშველოთ დედამიწას“ - თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
08-12-2021
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის თბილისის N212 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად მე-3 კლასის ხელმძღვანელმა, ნანა ასტამაძემ მოსწავლეებისთვის თემაზე - „ვუშველოთ დედამიწას“ მეტად საინტერესო საკლასო პროექტი განახორციელა.

​„მოსწავლეებს ამ თემასთან დაკავშირებით მომზადებული ჰქონდათ სლოგანები და წიგნები. მოსწავლეებმა ისაუბრეს გლობალურ პრობლემებზე, გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე. მადლობა ასეთი აქტიურობისათვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203