ხონის N1 სკოლის პედაგოგისა და მეშვიდეკლასელების მომზადებული პროექტი კონკურსზე საუკეთესოდ აღიარეს
08-12-2021
მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა კონკურსებსა თუ პროექტებში ყოველთვის დიდი ინტერესით და აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად სკოლის პედაგოგის, ეთო ჯიქიას და მე-7ბ კლასის მოსწავლეების პროექტი კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ნაშრომად აღიარეს.
„30 ნოემბერი მარკ ტვენის დაბადების დღეა. „მიუძღვენით გაკვეთილი ყველასათვის საყვარელ პერსონაჟებს, პეკლბერ ფინსა და ტომ სოიერს და მიიღეთ პრიზები თქვენთვის და თქვენი მოსწავლეებისთვის “- ეს გზავნილი მიიღეს საჯარო და კერძო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლებმა კონკურსის ორგანიზატორისაგან - English Book Education. გამოწვევა მივიღეთ და ჩავერთეთ კონკურსში... ეთუნა მასწავლებლისა და თავისი ფავორიტი მე-7ბ კლასის მიერ მომზადებული პროექტი საუკეთესო ნაშრომად აღიარეს კონკურსის შემფასებლებმა. ჰოდაა, English Book Education-საგან საახალწლოდ პრიზებით დატვირთულ ხურჯინს ველოდებით.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს